24.11.2024

რეზნიკოვი – ჩვენ გვინდა განვდევნოთ მტერი რაც შეიძლება მალე, ამისათვის გვჭირდება მძიმე შეიარაღება, არტილერია, ტანკები, ავიაცია

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მტრის მოგერიებისთვის უკრაინა მძიმე შეიარაღებას, არტილერიას, ტანკებს, ავიაციას, გემსაწინააღმდეგო კომპლექსებს, საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს საჭიროებს.

“სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველი 1 თვის განმავლობაში, რუსეთმა სტრატეგიული მარცხი განიცადა. დასავლეთის ბევრი დედაქალაქის მსგავსად, კრემლში სჯეროდათ, რომ კიევი 3-4 დღეში დაეცემოდა და მოსკოვის მიერ კონტროლირებადი მთავრობა მოვიდოდა 10 დღეში. მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა, 30 ათასს გადააჭარბა. ახლა, რუსეთი ცდილობს, მიიტაცოს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინა. მიუხედავად ამისა, კიევის ხელში ჩაგდებისა და უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნგრევის მიზანზე უარი არ უთქვამს. ჩვენ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი და განვდევნოთ მტერი რაც შეიძლება მალე. ამისათვის გვჭირდება მძიმე შეიარაღება, არტილერია, ტანკები, ავიაცია, გემსაწინააღმდეგო კომპლექსები, საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები. ჩვენ გვჭირდება ეს სწრაფად და იმ რაოდენობით, რა მასშტაბის გამოწვევების წინაშეც ვდგავართ”,- განაცხადა რეზნიკოვმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img