24.11.2024

ერდოღანი – ვიდრე ერდოღანია თურქეთის მეთაური, ნამდვილად ვერ ვეტყვით “დიახ” იმ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას, რომლებიც ტერორიზმს უჭერენ მხარს

მანამ, სანამ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის მეთაურია, ჩვენ ნამდვილად ვერ ვეტყვით „დიახ“ იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირას ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებთან მოლაპარაკებები არ იყო “მოსალოდნელ დონეზე” და ოფიციალური ანკარა ვერ დათანხმდება მათი ნატოში გაწევრიანების განაცხადს.

ცნობისთვის, ნატო-ს ყველა წევრის მხარდაჭერის გარეშე შვედეთი და ფინეთი ვერ შეუერთდებიან სამხედრო ალიანსს. ორივე სკანდინავიური ქვეყანა უარყოფს ქურთი მებრძოლების მხარდაჭერას.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img