23.11.2024

ირაკლი კობახიძე – როდესაც პრეზიდენტი არგუმენტების გარეშე იმეორებს იმას, რასაც ოპოზიცია ამბობს, ეს ბევრად სერიოზული პრობლემაა

ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით 26 მაისს, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება სასამართლოსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. საკითხზე მან პარტიის ოფისსში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც თქვა პრეზიდენტმა, ერთი იმის გამო, რომ მისი ბრალდება შინაარსობრივად იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე რა უნდა ითქვას და რა არ უნდა ითქვას, ეს ჩვენ, ყველამ ვიცით და პრეზიდენტმაც ბუნებრივია, რომ უნდა იცოდეს. ამიტომ, ორმაგად სამწუხარო იყო ის გზავნილი, რომელიც მისგან გაჟღერდა ამ საზეიმო ღონისძიებაზე. როდესაც ოპოზიცია არგუმენტების გარეშე ბრალს დებს სასამართლო სისტემას რაღაცაში, ნუ ოპოზიციაა და მიჩვეული ვართ ამას და იმხელა პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც არგუმენტების გარეშე იმავეს იმეორეს პრეზიდენტი, ეს არის ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სასამართლო სისტემა გააკრიტიკა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img