კობახიძის განცხადებები არის ბოდვები და ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამაც” უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სულელური გზავნილები უკვე მათ ამომრჩეველშიც კი აღარ მუშაობს და დაცინვის საგანია, ამიტომ სჯობს, „მესიჯბოქსი“ შეცვალონ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, კობახიძისგან საზოგადოებამ მორიგი ცრუ ბრალდებები მოისმინა ოპოზიციის მისამართით.
„კობახიძისგან მოვისმინეთ მორიგი ცრუ ბრალდებები, მან ვერც ერთ ჯერზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ეს უფრო პირიქით არის – ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, სხვა ოპოზიციური პარტიები დავდივართ და ვითხოვთ იმას, რასაც არ ითხოვს ხელისუფლება. ვითხოვთ მეტ დახმარებას, მეტ ინტეგრაციას, ყველგან ხაზს ვუსვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, უკან მივყავართ და არა წინ, არ ვითარდება დემოკრატიული პროცესები, ამ ყველაფრის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსის მიღება არის მნიშვნელოვანი, რომ არ დავრჩეთ ერთი ერთზე აგრესორ რუსეთთან“, – განაცხადა ჩიხლაძემ.