სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
86 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ყუშიტაშვილმა სომეხი მეტოქე ქულებით დაამარცხა.
გარდა ამისა, ოქროს მედლები აიღეს 48 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სახილ ალახვერდოვმა და 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე არტიუშ გომციანმა.
ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.