24.11.2024

თსუ – სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში შეძლებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული (შერეული) ფორმატით მიმდინარეობს, ფინალური გამოცდები კი თბილისის გარდა დამატებით საგამოცდო ცენტრებში – ქუთაისსა და ახალციხეში გაიმართება.

“ალტერნატიულ საგამოცდო ცენტრებში სტუდენტების რეგისტრაცია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი დღეს სრულდება. რეგისტრაციის შედეგად, ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის ჩაბარების სურვილი მხოლოდ 115-მა სტუდენტმა გამოთქვა” – ამბობს თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი.

მისი თქმით, სასწავლო პროცესი თსუ-ში მიმდინარეობს ჰიბრიდული ფორმატით, რაც იმას გულისხმობს, რომ კონკრეტულ პროგრამებზე არის როგორც ონლაინ, ასევე სააუდიტორიო სწავლება.

გუშინ თსუ-ის სტუდენტებმა აქცია გამართეს. ისინი უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას ითხოვდნენ. სტუდენტების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ფინალური გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარება იყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img