25.11.2024

ზელენსკი – ჩვენ მოვახდენთ ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის – არ გვაინტერესებს, რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოახდენს ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად მას ეკუთვნის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა ჩვენგანი იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. რთული ვითარება აღმოსავლეთში განპირობებულია იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის ყველაზე მეტი შეიარაღება, სამხედრო ფორმირებები, ბატალიონები და ა.შ. იქ არის კონცენტრირებული“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი თავისი ტერიტორიის დეოკუპაციას მოახდენს.

„ჩვენი გეგმები ნათელია – ჩვენ განვახორციელებთ მთელ ჩვენს ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის და ყველა საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის ჩვენი გეგმა. ჩვენ არ გვაინტერესებს რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას.

აღმოსავლეთში გვიჭირს შესაბამისი იარაღის არქონის გამო“, – განაცხადა მან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img