ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაციონალური მოძრაობით“, მათი დიდი იმედი არასდროს მქონია, მაგრამ არ მეგონა, თუ ამ სიტუაციაში ასე მოიქცეოდნენ და სახალხო პარტიას გაავრცელებინებდნენ იმ განცხადებას, რომელიც გაავრცელა , – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება „პალიტრანიუსის” ეთერში.
„ჩემდა გასაკვირად, გამოჩნდნენ ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭება არ უნდა მოხდეს, რადგან ამით გახანგრძლივდება „ქართული ოცნების“ მმართველობა.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაციონალური მოძრაობით“, მათი დიდი იმედი არასდროს მქონია, მაგრამ არ მეგონა, ამ სიტუაციაში თუ ასე მოიქცეოდნენ და [ევროპის] „სახალხო პარტიას“ გაავრცელებინებდნენ იმ განცხადებას, რომელიც გაავრცელა. როდესაც ვნახავ, აუცილებლად ვეტყვი ამის შესახებ პარლამენტში. თქვეს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული განცხადებაა. არ მეგონა თუ ისინი ამას იკადრებდნენ, უნდა დაენახათ ის საფრთხე, რომელიც დგას ამ სტატუსის არ მინიჭების შემთხვევაში. ეს საფრთხე არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას ემუქრება. საკუთარი პარტიული ინტერესების გულისთვის ამ ყველაფრის გაკეთება არის პოლიტიკური უღირსობა და მეტი არაფერი“, – აღნიშნა იოსელიანმა.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გამოაქვეყნა. EPP საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და, „ევროპის სახალხო პარტიის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავება დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია