22.11.2024

ზელენსკი მერების კონფერენციაზე – ნუ დაეხმარებით რუსეთს თავის გამართლებაში, არ მისცეთ უფლება მათ, ვინც მკვლელები გახდნენ, დები და ძმები გიწოდონ

უკრაინაში, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის ოკუპაციის წინაშე 3620 დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა, როგორც დიდი, ასევე პატარა ქალაქები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართულ მერების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დასახლებებიდან ბევრი დღეს ცივილიზებული ცხოვრებისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში იმყოფება.

„ბევრი მათგანი უბრალოდ შეუფერებელია ცივილიზებული ცხოვრებისთვის. ეს არის ის რეალობა, რომელიც რუსეთმა მოიტანა. როცა ქალაქებში არ არის კავშირი, არ არის დენი, წყალი, როდესაც ბომბებს და რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ ნებისმიერი შენობა – თუნდაც საბავშვო ბაღი ან უნივერსიტეტი. როცა მთელი ქალაქი შეიძლება უბრალოდ გადაიწვას,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სჯერა, რომ ტირანია საბოლოოდ დამარცხდება.

„მჯერა, რომ უკრაინა შეძლებს თავისუფლების დაცვას და ტირანია აუცილებლად დამარცხდება. ხალხი კვლავ შეძლებს მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვროს უკრაინის ქალაქებში და იმისათვის, რომ ეს უფრო სწრაფად განხორციელდეს, ჩვენ დავგეგმეთ ამბიციური პროექტი უკრაინის აღსადგენად ამ ომის შემდეგ. გეპატიჟებით – თქვენს კომპანიებს, თქვენს ბიზნესს და პროფესიონალებს – მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გახდეთ ის ხალხი, ვინც ირჩევს თავისუფლების დაცვას, რათა ამ გზით ბოლო მოუღოს ტირანიას,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მან კონფერენციის მონაწილეებს რუსეთზე კიდევ მეტი ზეწოლის განხორციელებისკენ მოუწოდა.

„რუსეთზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლისკენ მოგიწოდებთ. ნუ დაეხმარებით მას თავის გამართლებაში. ნუ შეინარჩუნებთ კავშირს მასთან და გთხოვთ, არ მისცეთ უფლება მათ, ვინც მკვლელები გახდნენ, დები და ძმები გიწოდონ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img