22.11.2024

ჰაიდაი – უკრაინა სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებს

რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ლუჰანსკის ოლქში მდებარე ქალაქ სევეროდონეცკის 80%-ს აკონტროლებდნენ, უკრაინელების კონტრშეტევების შემდეგ უკან დაიხიეს.

ახლა უკრაინელებს ქალაქის 50% აქვთ დაკავებული. სერევორონეცკისთვის ბრძოლაში ქართველი მეომრებიც მონაწილეობენ.

ლუჰანსკის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსებმა უკან ბოლო 2 დღეა, დაიხიეს.

ჰაიდაი ამბობს, რომ რუსულმა ჯარმა დაკარგა დიდი რაოდენობით მებრძოლი, ტყვედ ჩავარდა 8 მათგანი. ამავდროულად, რუსული არმია მიზნად ისახავს სევეროდონეცკის და ლისიჩანს-ბახმუტის მაგისტრალის დაკავებას.

მისივე ცნობით, ღამიტ 30-მდე ჭურვი მოხვდა ლისიჩანსკის ჰუმანიტარულ შტაბს.

„რეგიონში ვითარება უკიდურესად მძიმეა. 4 ივნისს რუსებმა ქვემეხი საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები ესროლეს სევეროდონეცკს, ლისიჩანსკს, უსტინოვკს, ვრუბოვკასა და ტოშკოვკაეს. “ტოჩკა-უ”-ს სარაკეტო კომპლექსიდან დარტყმა განხორციელდა ლისიჩანსკზე”. – აცხადებს ჰაიდაი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img