24.11.2024

ზელენსკი – სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინასთან ომში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კიევის ზურგს უკან არ უნდა იმართებოდეს და უკრაინის მთავრობის პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ცალკეული დასავლელი ლიდერი კულისებს მიღმა მოლაპარაკებების გამართვის და რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობებზე საუბრის გამო გააკრიტიკა.

“ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. არ შეიძლება უკრაინის ზურგს მიღმა იმართებოდეს მოლაპარაკებები. როგორ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, უკრაინის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს გასაოცარია”, – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, დასავლელ მოკავშირეებს მეტის გაკეთება შეუძლიათ, რათა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img