საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით იტალიაში იმყოფება, ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი არ გააკეთა სახალხო დამცველის მოწოდებაზე, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.
„ჯერ ერთი, პასუხი არ მევალება და არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.