25.11.2024

რასმუსენი – უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის არ გაჩერდება, გააგრძელებს მოლდოვაში, საქართველოში

ჩვენ შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. პირველი შეცდომა იყო 2008 წელს, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა Foreign Policy-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ პუტინი არ უნდა „დავამციროთ“, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

„არა, სრულიად არ ვეთანხმები. პუტინს დამცირებისგან ვერ ვიხსნით. პუტინისთვის სახის შენარჩუნების ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე უკრაინაში რუსული ჯარების დამარცხება. ამიტომ ჩემი დასკვნა არის ის, რომ უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის არ გაჩერდება. ის გააგრძელებს მოლდოვაში, საქართველოში და საბოლოოდ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაზე ზეწოლას მოახდენს. ამიტომ უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ. მათ აქვს ბრძოლის ნება და ჩვენი ვალია, მივცეთ მათ ბრძოლის საშუალება“, – განაცხადა რასმუსენმა.

რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, კითხვაზე, დაუშვა თუ არა ნატო-მ შეცდომა, როდესაც უფრო ადრე არ მიიღო უკრაინა ალიანსში, ნატო-ს ყოფილმა მდივანმა აღნიშნა, რომ პირველი შეცდომა მათ 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ.

„ჩვენ შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. პირველი შეცდომა იყო 2008 წელს, როდესაც ჩვენ ნატო-ს სამიტი გვქონდა ბუქარესტში, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე და ნატო-ს გაყოფამ პუტინს არასწორი მესიჯი გაუგზავნა, რომელიც რამდენიმე თვეში საქართველოს თავს დაესხა 2008 წლის აგვისტოში“, -აღნიშნა რასმუსენიმ

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img