ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
აღნიშნულზე საუბარია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიღებულ საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა 438-მა ევროდეპუტატმა, 65 წინააღმდეგი იყო, 94-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, დათანხმდეს, რომ „ვერსალის დეკლარაცია აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებას და მის განაცხადს ევროკავშირის წევრობის შესახებ.
ასევე ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, როგორც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის მკაფიო პოლიტიკური სიგნალი.