ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, რომლის თემა იყო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები იყო ევროპარლამენტარმა და პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანა ფოტიგამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე
“ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამ შედეგში წვლილი საქართველოს ბევრმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრმა შეიტანა, მათგან ყველაზე გამორჩეული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახლა ციხეში ზის” – განაცხადა ფოტიგამ.
ევროპარლამენტარმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, დებატების ერთ-ერთი სუბიექტია.
„მათ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მოგვმართეს, რომ მიუხედავად მათი კრიტიკისა ამჟამინდელ ხელისუფლებისადმი, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობასა და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის და გვთხოვეს, რომ მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რომ არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოურ ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით“, – აღნიშნა ფოტიგამ.
“მეც მოგმართავთ, რომ მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქარველოს, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვას“- დასძინა ევროპარლამენტარმა.