თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან პიერმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სხვა სახელმწიფოებთან მუშაობს, რათა უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა აღკვეთოს.
ჟურნალისტმა თეთრი სახლის პრესსპიკერს ჰკითხა, რამდენად მართალია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს აფრიკულ ქვეყნებთან, რათა მარცვლეული რუსეთისგან არ იყიდონ, რადგან შესაძლოა ის უკრაინიდან იყოს მოპარული.
“რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა თავიდან ავიცილოთ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ მოიპარეს – უკრაინიდან”. – აღნიშნა პრესსპიკერმა.