6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 546 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 100 232 კვლევა ტესტით, მათ შორის 92 556 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 676 PCR ტესტით.