სამცხე-ჯავახეთში, ადიგენისა და ახალციხის სოფლებში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა.
„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ყირიმ–კონგო რეგიონში ორ ადამიანს დაუფიქსირდა, აქედან ერთი ადიგენის სოფელ წახანში ცხოვრობს, მეორე ახალციხის სოფელ მუგარეთში.
გარდა ამისა, მედიკოსები სამ საეჭვო შემთხვევას აკვირდებიან.
მიმდინარე წელს გამოვლენილი 20 შემთხვევიდან 9 ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, 6 ადიგენში, 5 ასპინძაში.