26.11.2024

პრეზიდენტი – ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე – როცა საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველომ „ასოცირებულ ტრიოში“ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრიაში ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ დავბრუნდი საქართველოში საკმაოდ კონტრასტული ვიზიტების შემდეგ. ერთის მხრივ იტალია, სადაც მქონდა არაჩვეულებრივი მიღება და საქართველოსთვის არაჩვეულებრივი მხარდაჭერა იტალიისგან, სადაც გაიმართა სახელმწიფო ვიზიტი 25 წლის შემდეგ პირველად, სადაც ხელი მოეწერა 65 წლის წინ 1957 წლის 25 მარტს რომის ტრაქტატებს. ქვეყანა, სადაც ამგვარად დაიბადა ევროპა და საიდანაც იშვა ევროპული ცივილიზაცია, დაიწერა პირველი კანონმდებლობა და ევროპის იდეის ინსპირატორი გახდა. ამგვარად ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, ამ ჩვენი ევროპული გზის გადამწყვეტ ეტაპზე.

მეორეს მხრივ, ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაპირებდი კიდევაც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას. აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით. ამ შემთხვევაში წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი ეს მოხდა, ზეპირად, რამეთუ საჩქარო იყო. მაგრამ „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“-ს ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც ჩემი აზრით იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში. ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველო მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img