25.11.2024

პრეზიდენტი ივანიშვილის სანქცირებაზე – ტექსტში უზუსტობები და დაუსაბუთებელი ბრალდებები იმის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის პარტიებთან

გაფუჭებული საქმე ყველაზე ნათლად გამოჩნდა რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, ოპოზიცია თავისი მიზნების მისაღწევად მუშაობდა, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია და ამის ნაცვლად „ხან დუმილი, ხან სერიოზულ კითხვებზე შეურაცხმყოფელი პასუხები არჩია“, რის გამოც „შესაბამისი შედეგიც მიიღო“.

„გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინა სხვადასხვა კუთხით. პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში. ეს ეხება ევროპარლამენტის ყველა პარტიას, თავის მხრივ, ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხმყოფელი პასუხები სერიოზულ კითხვებზე, შედეგიც მიიღო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, შესაბამისად, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img