24.11.2024

გია ცაგარეიშვილი – პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქცია „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მონაწილეობას არ მივიღებთ

უმრავლესობის დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქციაა და არ არის „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება, შესაბამისად მასში მონაწილეობას “ქართული ოცნება” არ მიიღებს. მისი თქმით, ეს არის პარტიის პოზიცია.

ცაგარეიშვილის თქმით, ახლა ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა, როგორც 16 ივნისის, ასევე 20 ივნისის აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უზრუნველყოს და სრული მობილიზება მოხდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

„ვფიქრობთ, ახლა, ამ ეტაპზე, როცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვითარება რთულია, მასობრივი მსვლელობებისა და აქციების დრო არ იყო. ასევე მოგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების მხარდაჭერისთვის აქცია ორი წლის წინ ჩაატარა, რომელსაც 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ესწრებოდა. ჩვენთვის ამგვარი აქციების ჩატარება ახალი არ არის. ჩვენ ეს ყველაფერი დავაფიქსირეთ – დავაფიქსირეთ მრავალმხრივად, გადავიტანეთ კონსტიტუციაში, რათა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა უფრო ხელშესახები ყოფილიყო“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img