ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიწვევის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19:00 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ”, – დასძინა გერმანიის ელჩმა.