22.11.2024

Politico – მაკრონის განცხადებით, ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს, ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს

გამოცემა Politico სანდო წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონ სურს, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ გაუგზავნოს.

„მინდა, რომ მკაფიო და პოზიტიური სიგნალი გავუგზავნოთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ“, – განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესსკონფერენციაზე.

Politico წერს, რომ ევროპული კომისია, უკრაინისთვის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაციას, სავარაუდოდ, პარასკევს გასცემს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც 23-24 ივნისს ბრიუსელში სამიტს გამართავენ. Politico-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ „მოლაპარაკებების მაგიდაზე ასევე არის საქართველო, როგორც პოტენციური კანდიდატი, ქვეყანა, რომელიც მაკრონის განცხადებით, „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img