24.11.2024

შოლცი – გერმანია უკრაინას დაპირებულ იარაღს დროულად მიაწვდის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოცემა dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას დაპირებულ იარაღს დროულად მიაწვდის.

გერმანიას უკრაინა იარაღის მიწოდების შენელებული ტემპის გამო აკრიტიკებს. უკრაინა ქვეყანას საბრძოლო ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდებას სთხოვს, თუმცა გერმანიას ამ ტიპის იარაღი არ გაუგზავნია, მან უკრაინისთვის საზენიტო ტანკების გაგზავნის პირობა გასცა.

ექსკლუზიურ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, დროულად ჩავა თუ არა მძიმე იარაღი დონბასში, რათა ცვლილებები მოიტანოს, შოლცმა უპასუხა, რომ იარაღი “დროულად ჩავა”.

მან აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალოს პრიორიტეტები თუ ვინ მიიღებს გერმანულ იარაღს პირველი, ამისთვის კი საჭიროა, რომ პროტოკოლი შეიცვალოს, რათა უკრაინამ იარაღი უფრო მალე მიიღოს.

„იცით, მომხმარებლების გრძელი სიაა, ვინც უკვე ელოდება, რომ ისინი 2 და 3 წელში მიიღონ. ვმუშაობთ, რომ ეს ახლა მოხდეს.

კონკრეტული რამეები, რის მიწოდებაც ახლა შეგვიძლია, წვრთნების შემდეგ გადაეცემათ. წვრთნების გარეშე ამ იარაღებს ვერ გამოიყენებთ.

ჩვენ მივაწვდით ანტი ბალისტიკურ სისტემებს, რომლებიც შეძლებენ ოდესის ან კიევის გადარჩენას. ჩვენ ასევე დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე რაკეტის ერთდროულად გამშვებ სისტემებს მივაწვდით“ – განაცხადა შოლცმა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img