პოლიციამ სანზონაში დალუქა ბინა, სადაც დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს.
ადგილობრივებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეზობლები ბინიდან უსიამოვნო სუნმა შეაწუხა. ადგილობრივების თქმით, უსიამოვნო სუნი რამდენიმე თვეა აწუხებთ.
მეზობლები ამბობენ, რომ ქალმა პოლიციას კარი არ გაუღო, რის შემდეგაც ისინი სახლში ძალისმიერი მეთოდით შევიდნენ. მათივე ცნობით, ბინაში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ ხორცი გაუფუჭდა და გადაყრა ვერ მოახერხა. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე ექიმი-თერაპევტია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორცი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. მათი თქმით, დაწყებულია გამოძიება