20 ივნისის აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები უერთდებიან. კერძოდ, აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯიპას, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან.
სტუდენტები 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და 20:00 საათზე პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან.
აქცია “შინ ევროპისკენ!” პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.