დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ ქვეყანა უკრაინას მხარს ბოლომდე დაუჭერს, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან მოსკოვისთვის ნებისმიერი დათმობა კატასტროფას გამოიწვევს.
„არავის არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ პუტინთან დათმობა კატასტროფის გარდა სხვა რამეს გამოიწვევს“, – განაცხადა ჯონსონმა.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა მსგავსი დათმობები უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიის ჯილდოდ აღიქვან.
ჯონსონმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას ახალ პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.