24.11.2024

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ამბროლაურში პრობლემები შექმნა – მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია სახურავები და განადგურებულია ნათესები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ასევე მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მცენარეები. ადგილობრივების თქმით, ქარიშხალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

სოფელ ზნაკვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ მუნიციპალიტეტებში არასოდეს უნახავთ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სტიქიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავები და ელექტროენერგიის გადამცემი ანძები დააზიანა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img