24.11.2024

Bloomberg – რუსეთმა დეფოლტი განიცადა

რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ეს დასავლური სანქციების კულმინაციაა, რომლებმაც საზღვარგარეთის კრედიტორებისთვის გადახდის გზები დახურა.

კვირას დღის ბოლოს, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის საპროცენტო გადასახდელების საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, რუსეთმა ვერ შეძლო ვალის გადახდა, და ავტომატურად ეს დეფოლტად ჩაითვალა.

დეფოლტის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა, ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას სრულად კარგავს და კაპიტალი, შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს. ეს ქვეყნისთვის საერთაშორისო ბაზრებიდან ეკონომიკურად, ფინანსურად და პოლიტიკურად გარიყვას ნიშნავს.

კრემლს დეფოლტის თავიდან აცილება სურდა, რაც ერის პრესტიჟისთვის დიდი დარტყმაა. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას “ფარსი” უწოდა.

თავად რუსეთი დეფოლტს ოფიციალურად არ გამოაცხადებს. როგორც წესი, ამას აკეთებენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს. Bloomberg-ს ცნობით, დეფოლტის შესახებ შეუძლიათ განაცხადონ ობლიგაციების მფლობელებმა, რომლებიც ჯერჯერობით იმის გარკვევას ცდილობენ, რამდენად აქვთ საკუთარი ფულის თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნების შანსი. კრედიტორებს დეფოლტის გამოსაცხადებლად სჭირდებათ ობლიგაციების მფლობელთა მეოთხედის თანხმობა.

რუსეთმა ბოლოს 1918 წელს გამოაცხადა დეფოლტი, ბოლშევიკური რევოლუციის დროს, როდესაც ახალმა კომუნისტმა ლიდერმა, ვლადიმერ ლენინმა უარი თქვა რუსეთის იმპერიის ვალების გადახდაზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img