“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, მმართველი გუნდი სირცხვილიას გაჟღერებულ მოთხოვნებს სერიოზულად არ აღიქვამს.
“მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს. ახლა სირცხვილიას ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ და იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ, რადგან ევროკავშირში გასაწევრიანებლად ხელისუფლებამ ყველა სათანადო ნაბიჯი გადადგა და ასევე გადადგამს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიყვანოთ შედეგამდე.” – განაცხადა წილოსანმა.