22.11.2024

ბადრი ჯაფარიძე – ყვარელში “ქართულმა ოცნებამ” აგრესიული ჯგუფი დაგვახვედრა, მათ შორის იყო პოლიციის უფროსი

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ თავს დაესხა “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფი, რომლებიც ოპოზიციონერის განცხადებით, სრულად არიან იდენტიფიცირებულები.

ჯაფარიძის თქმით, ჯგუფში შედიოდნენ “ქართული ოცნების” შტაბის წევრები, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე.

“გვქონდა შეხვედრა ყვარლის მოსახლეობასთან, იმისთვის რომ გაგვეცნო მათთვის ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები და ჩვენ დაგვხვდა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ამ შეხვედრისთვის, მიზანდასახულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით, ამავდროულად უნდა ითქვას, რომ პირდაპირ აგრესიული, გამომწვევი ქცევა თითოეული მათგანის, ვინც ცდილობდა რომ შეხვედრა არ შემდგარიყო, ყველანი არიან იდენტიფიცირებულები, ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და ქართული ოცნების შტაბის აქტიური წევრები, სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ რომ ხელი შეუშალეს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას. ეს ყველაფერი აღწერილია, აღნუსხულია, დოკუმენტირებულია”. – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img