24.11.2024

3 ივლისის აქციის საინფორმაციო კამპანიის წარმომადგენლებს თელავის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ

თელავის მუნიციპალიტეტში მოძრაობა „შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

თელავის მუნიციპალიტეტში ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თემურ ჯანაშია, გიორგი ბოტკოველი და პეტრე ცისკარიშვილი ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ადგილზე საკრებულოს წევრები გამოჩნდნენ და პარტიის წევრებს გარკვეული შეკითხვებით მიმართეს.

„ვაპროტესტებთ ამ ქაოსს და ყველაფერს რასაც სჩადიან. ცხვრის ტყავში გადაცმული ხალხის მოტყუება და „დაბოლება“ რა არის? ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ვთქვათ ის, რაც არის, ვინ რას აკეთებდა და ვის უკან ვინ აღმოჩნდა, კარგად გამოჩნდა“, – აღნიშნა საკრებულოს წევრმა ზურაბ მუსაევმა.

თავის მხრივ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზაციას მმართველი გუნდი ქმნის, „ოპოზიცია კი თავის საქმეს ასრულებს“.

„მოსახლეობას ვაცნობთ, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა და ევროპასთან დაკავშირებულ სიკეთეს, ასევე ვაცნობთ რას ნიშნავს „ქოციანობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა. პოლარიზაციას ქმნის მხოლოდ მთავრობა და ხელისუფლება, ოპოზიცია პოლარიზაციას არ ქმნის, თავის საქმეს აკეთებს“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img