23.11.2024

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში “სტრატეგია აღმაშენებელი” არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს – პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პროცესის იმიტაციის შესაძლებლობას არ შექმნიან.

” სამოქალაქო სექტორის თხოვნით, ჩვენ ერთადერთ გამონაკლისს დავუშვებთ, რომ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, თუ იქნება, ამას დავეთანხმებით, თუმცა, წინასწარ ვამბობთ, რომ ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებს და მკაფიო ამაზე მათი პოზიცია. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მას საქართველო მიიღებს ერთ შემთხვევაში, თუ ФСБ- ის დაწერილი მესიჯებით მოლაპარაკე რეჟიმს მმართველობას ჩამოვაშორებთ. სწორედ აქეთ მიმავალი გზა იყო ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შეთავაზება, რაც აქციის მონაწილეებმა გააკეთეს, თუმცა, ამაზე ჯერჯერობით “ქართული ოცნების” პოზიცია ვიცით და საკადრის პასუხს მიიღებენ,”- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ФСБ-ში დაწერილ მესიჯებს ახმოვანებს.

“გუშინ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თქვა -“თეორიულად დავუშვათ, რომ საქართველოში ომი იწყება, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი”. ეს არის ФСБ-ში დაწერილი მესიჯი და ამას არ ვამბობ მე, ამას ამბობს ამერიკის ელჩი და შესაბამისად, ცალსახად ცხადყოფს ვისთან გვაქვს რეალურად საქმე. რაც შეეხება ბრძოლის სამომავლო გზას, მე მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება არის ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო მოსული. ეს ხალხი იყო მოსული, რომ დაწყებულიყო ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი ხელისუფლებიდან, მაგრამ ვთხოვ ყველას, იმედს ნუ გაიტეხთ, ჩვენი რწმენა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ვართ გაცილებით მეტნი ამ ქვეყანაში, ვიდრე ФСБ – ის მესიჯებით მოლაპარაკე ადამიანები, არის გარანტია იმის, რომ გავიმარჯვებთ”- განაცხადა ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img