ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ევროკომისია ამზადებს საკანონმდებლო ბაზას, რათა გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენოს.
“ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთისა და, ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოვიყენოთ.
რა თქმა უნდა, მართვის სისტემა უნდა არსებობდეს, რომელიც იქნება კომპეტენტური, ანგარიშვალდებული, სანდო ყველა ინიციატივისთვის, რომლებიც დაფინანსებას მიიღებს და უკრაინის აღსადგენად ინვესტიციებსა და რეფორმებს გააერთიანებს”. – თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
ამასთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის შემცირებისა და შემდგომში სრულად შეწყვეტისთვის, განსაკუთრებული გეგმის შემუშავება სჭირდება. ამის შესახებ ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას კვლავ აგრძელებს და ევროკავშირი მზად უდნა იყოს გაზის მიწოდების შეფერხებისთვის.