უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 347 ბავშვი დაიღუპა, 646-ზე მეტი კი დაშავდა.
ყველაზე მეტი – 347 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა, ხარკივის ოლქში – 186.
“კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვში – 68, ხერსონში – 52, ნიკოლაევში – 53, ლუგანსკში – 61, ზაპოროჟიეში – 31, სუმში – 17, ჟიტომირში – 15 და დედაქალაქში – 16″, – აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.
რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 108 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 215 კი მთლიანად განადგურდა.