არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის ნისტრი თინა ხიდაშელი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვეში, მიიღებენ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.
„ნეტავ რა ჰგონია ევროკავშირს რომ ულტიმატუმით ელაპარაკება, კალთებს დაახევენ? ამათი სიტყვა ვინ უნდა დაიჯეროს, თან როგორ ჩამოთვალა იმის და იმის სახელითო მთლად ბიძინამ გადააგდო ამ თემაზე ყველა. მისი სიტყვაა განულებული და ფასდაკარგული.
და თუ ასეთი დარწმუნებული ხართ, მანამდე სამი აბზაცი რაღატომ იტირეთ. არადა სინამდვილეში როგორ ვერაფერს სწავლობთ, ასე გაჯიუტდა სააკაშვილიც თავის დროზე და სწორედ იმ სისტემით წააგო, ასე რომ ებღაუჭა და ეფერა“, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.