25.11.2024

გამოკვლეული 4 231 რელიგიური მსახურიდან ვირუსი 1,5 პროცენტს (62 პირს) დაუდასტურდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ტესტირებაში ჩართული სამ ახალ ჯგუფს შორის, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიურ ჯგუფებში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ტესტირებაში ჩართულ სამ ახალ ჯგუფს შორის, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიურ ჯგუფებში დაფიქსირდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • გატესტილი 9 222 ტაქსის მძღოლიდან ვირუსი 0,7 პროცენტს (67 პირს) დაუდასტურდა;
  • გატესტილი 5 035 ბაზრის მოვაჭრიდან ვირუსი 1 პროცენტს დაუდასტურდა;
  • გატესტილი 4 231 რელიგიური მსახურიდან ვირუსი 1,5 პროცენტს (62 პირს) დაუდასტურდა.

ტესტირებაში ახალი ჯგუფები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბოლო რამდენიმე დღეა ჩაერთვნენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებისა და გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებელზეა დამოკიდებული, როგორ შემსუბუქდება დაწესებული შეზღუდვები. დღეს ეს მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 7 პროცენტია.

ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img