აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბალიში, დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის აგრესიასა და პეკინის მოსკოვთან დაახლოების საფრთხეზე ისაუბრა.
“ჩვენ ჩინეთის რუსეთთან დაახლოების საკითხი გვაშფოთებს. არ ვთვლი, რომ ჩინეთი ამ შემთხვევაში ნეიტრალურად მოქმედებს”. – თქვა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, მოკავშირეები ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩართვისთვის მზად არის.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული აგრესია არამხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო წესრიგის ძირითადი პრინციპების წინააღმდეგაა მიმართული.
“შეხვედრაზე იყო ძლიერი კონსენსუსი და რუსეთი იზოლირებული დარჩა. ჩვენ უახლოეს დღეებში ვნახავთ იმას, თუ რამდენად სწორად გაიგებს მოსკოვი დიდი ოცეულის სამიტზე მოკავშირეებისგან გაგზავნილ მესიჯს”. – დასძინა ბლინკენმა.