ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება შესაძლოა, რუსეთისთვის „უსიამოვნო სიურპრიზი“ იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„შეთანხმების დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს რუსეთისთვის „უსიამოვნო სიურპრიზი“ იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან განმარტა, რომ განიხილა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან საარტილერიო სისტემების მიწოდების საკითხი.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინას კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარება სჭირდება