ცნობილია იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში „კონსერვატიული პარტიის” ახალი ლიდერის არჩევნების პირველ ტურში გავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
პირველ ტურში 8 კანდიდატი გავიდა: ხაზინის ყოფილი ხელმძღვანელი რიში სუნაკი; ვაჭრობის მინისტრი პენნი მორდაუნტი; თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდჰატი;
საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი; ინგლისისა და უელსის გენერალური პროკურორი სუელლა ბრეივერმანი;
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერემი ჰანტი; თანასწორობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხტი; განათლების ყოფილი მინისტრი ნადჰიმ ზაჰავი;
ხვალ გაიმართება ხმის მიცემის პროცედურა, რომლის შედეგადაც კანდიდატების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება, არჩევნების პროცესში მონაწილეობისთვის, კანდიდატებმა ხვალ 30 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა დაიმსახურონ.
საბოლოო ჯამში პრეტენდენტების რაოდენობა 2-მდე უნდა შემცირდეს და “კონსერვატიული პარტიის” დაახლოებით 160 ათასმა წევრმა მათ ხმა უნდა მისცეს. საბოლოო შედეგი 5 სექტემბერს იქნება ცნობილი.