ხერსონის ოლქში უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავებსა და პირად შემადგენლობაზე დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
„ჩვენმა ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა ხერსონის ოლქის ნოვოპეტრივკას რაიონში დარტყმა განახორციელა საბრძოლო მასალის საცავსა და მტრის კონცენტრაციაზე. ნოვოპეტრივკას მახლობლად ხერსონის რაიონში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე ამოცანების შესრულებისას განადგურდა 30 რუსი ოკუპანტი, ერთი ჰაუბიცა, “ურაგანის” მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 4 ერთეული ჯავშანტექნიკა, ასევე საბრძოლო მასალების ორი საცავი.