საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ ჩაერია მოსამართლის დამოუკიდებლობაში, არ შეესაბამება სიმართლეს.
დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩო მუშაობს, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა.
“ყველანაირი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე. წლებია, ამერიკის შეერთებული შტატები და საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, იმიტომ რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რაზეც ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეს არის მიზანი და ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა”, – ამბობს ელჩი.