18 ივლისს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს განიხილავს.
მედიის ინფორმაციით, უკრაინაში კონფლიქტის გამწვავებისა და გლობალური ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისების ფონზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვას განიხილავენ.
მედიის ცნობით, ასევე შესაძლოა, რომ უფრო მეტი რუსი პირი მოხვდეს ევროკავშირის შავ სიაში.
„მოსკოვმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიისთვის”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, ბრიუსელი, სავარაუდოდ, ორშაბათს სანქციებზე დისკუსიას გამართავს, თუმცა იმავე დღეს გადაწყვეტილებას არ მიიღებს.