25.11.2024

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. ამის შესახებ TMZ წერს. ცნობილი წყვილმა ქორწინების ცერმონია ლას-ვეგასში გამართა.

ქორწინების მოწმობიდან გაირკვა, რომ ლოპესი ქმრის გვარზე გადავიდა და ოფიციალურ საბუთებში ჯენიფერ აფლეკია.

მსახიობებმა ერთმანეთი 2002 წელს, ფილმ Gigli-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. იმავე წელს წყვილი დაინიშნა, 2004 წელს ლოპესი და აფლეკი დაშორდნენ. თითქმის 20 წლის შემდეგ, 2021 წელს წყვილმა ურთიერთობა განაახლა, ისინი ერთად ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ. 2022 წლის აპრილში ლოპესმა დაადასტურა, რომ კვლავ დანიშნულია.

აფლეკი 2005-დან 2018 წლამდე მსახიობ ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ლოპესი 2004-დან 2014 წლამდე მომღერალ მარკ ენტონიზე იყო დაქორწინებული, წყვილს ორი შვილი ჰყავს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img