24.11.2024

უკრაინა – რუსმა ოკუპანტებმა ხარკივი დაბომბეს – დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი

რუსულმა ძალებმა ხარკივზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვია.

ინფორმაციას ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ოკუპანტების მიერ დილით ხარკივის სალტოვსკის დასახლების დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 წლის ბიჭი, კაცი და ქალი. 72 წლის ქალმა კი დაზიანებები მიიღო“ – განაცხადა სინეგუბოვმა.

დღეს დილით რუსი ოკუპანტები ხარკივის რეგიონულ ცენტრს დაესხნენ თავს.

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, ქალაქ ხარკივისა და რეგიონის თავისუფალი ტერიტორიების დაკავების ბრძანება გასცა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img