უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი ოდესის პორტზე რუსული ძალების თავდასხმას ეხმაურება დ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს, რომ რუსეთმა ამისთვის პასუხი უნდა აგოს.
„აღმაშფოთებელია. რუსეთი საპორტო ქალაქ ოდესას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ურტყამს. კრემლი აგრძელებს სურსათის იარაღად გამოყენებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს“, – წერს ელჩი „ტვიტერზე“.
ცნობისათვის, გუშინ რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ.