22.11.2024

„თბილისი ენერჯი“ – საბურთალოს რაიონში გაზსადენი დააზიანეს

საბურთალოს რაიონში, კარტოზიას ქუჩაზე, შპს „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი ამ დროისთვის უცნობმა პირებმა დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შედეგად 5000 – მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

„გაზსადენის დაზიანების გამო, 25 ივლისს 21:00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდა, საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, საირმის გორა 16-ში მდებარე ამხანაგობა “საირმე 2001”-სა და “ტურელიტ გრუპის” საცხოვრებელ კორპუსს, კახა შევარდენიძის, გივი კარტოზიას ქ. 6, 8, 10-ში მდებარე შპს ,,ემ კვადრატი იპოდრომთან”, კარტოზიას ქ. 12-ში მდებარე შპს ,,ტერასა იპოდრომის” საცხოვრებელი კორპუსების, მიხეილ თამარაშვილის ქ. 13-ის ტერიტორიაზე შპს ,,მ2”-ის კორპუსების, ყაზბეგის გამზ. 18, 20, ასევე ყაზბეგის გამზ. 25-ში მდებარე შპს ,,მ2 ყაზბეგზე”, ასათიანის #10ა-ში შ.პ.ს “,,BD PROPERTY”-ს”, საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ზაქარიაძის, მიხეილ ასათიანის, ვ.ფშაველას გამზ. 20-ში მდებარე შპს ,,ანი”-ს, ვაჟა-ფშაველას გამზ. 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსების, შალვა ნუცუბიძის ქ. 2-დან 50-ის ჩათვლით, 1-დან 57-ის ჩათვლით, შ. ნუცუბიძის ქ. 26ა, 26დ-2, 26დ-3, დელისის 2-ის მიმდებარედ (ზალდასტანიშვილების ქ. 16), დელისი-3 (ზალდასტანიშვილების ქ. 3), დელისის ქ. 9-7 (ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქ. 29), დელისის ქუჩის დასაწყისს (ზალდასტანიშვილების ქ. 8), ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზკვების და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სასტუმრო ,,ბათესტა”-ს, შპს ,,ავერსის კლინიკა”-ს, შპს ,,სილქ გასტრონომს”, მიხეილ ასათიანის ქუჩაზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრს, შპს ,,კაპიტალ ინვესტ გრუპს”, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ვაჟა ფშაველას გამზ. 41-ში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება 26 ივლისის 10.00 სთ-დან და დასრულდება 21.00 სთ-მდე”, -ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img