2023 წელს ევროვიზიის კონკურსს დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს, რადგან უკრაინაში ომი მოქმედ ჩემპიონებს კონკურსის გამართვაში ხელს უშლის.
კონკურსის ოფიციალური საიტის მიხედვით, იტალიაში ჩატარებულ ევროვიზია 2022-ს 161 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. კონკურზე გამარჯვებული სიმღერა Stefania უკრაინულმა Kalush Orchestra-მ შეასრულა. ჩვეულებრივ, მომდევნო წლის კონკურსს წინა წლის გამარჯვებულები მასპინძლობენ, თუმცა 2023 წლისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრის გათვალისწინებით, წესი იცვლება.
ლოკაცია შეცვლილ კონკურსს კოორდინაციას BBC გაუწევს. მედია კომპანია მასპინძელი ქალაქის პოვნის პროცესს ახლა იწყებს.
წყარო: Bloomberg-ი