22.11.2024

ხატია დეკანოიძე ივანიშვილის წერილზე – ჩემთვის, ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის განცხადება, რომელიც ცდილობს აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროპაგანდა ააგოროს

ჩემთვის, ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის განცხადება, რომელიც ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროპაგანდა ააგოროს – სასაცილოა, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის წერილით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ოლიგარქია.

“ამ წერილით დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო ომის პროპაგანდა, რომ თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ელჩებს, კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს საქართველოს ომში ჩათრევა უნდოდათ. ეს იყო ოლიგარქიულ რეჟიმში მოხარშული გზავნილი. ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო ხელოვნური და მახინჯი სპექტაკლი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადგა ცნობილი „სამეულის“ გამოყოფით.

მე ამ წერილში დავინახე მცდელობა, რომ მან დააშანტაჟოს ამერიკის შეერთებული შტატები, რაც სასაცილოა. ასევე, დავინახე, რომ იგი კუთხეშია მიმწყვდეული. შესაბამისად, მან არ იცის, როგორ მოიქცეს. გასაგებია, რომ საკუთარი კაპიტალი ადარდებს. ასევე, შეშინებულია სანქციებით. წერილში ღიად ამბობს, რომ კი, ნაწილობრივ დასანქცირებული ვარ, მათ შორის, შვეიცარიულ ბანკზეა საუბარი და ეს სანქციები შემაფერხებელი ფაქტორია. რა თქმა უნდა, აწუხებს ეს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს. დავინახეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიაზე, როგორი დამოკიდებულება აქვს რეგიონში უმძიმეს უსაფრთხოების ფაქტორთან, რასაც რუსეთის დასუსტება მოჰყვა. დავინახეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოში, საზოგადოებაზე. ეს წერილი მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარია ფინანსური კაპიტალი, მას ქვეყანა არ ადარდებს. სახელმწიფო ინსტიტუტები მისი კონტროლის გარეშე არ ფუნქციონირებენ.

ჩემთვის, ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის განცხადება, რომელიც ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროპაგანდა ააგოროს – სასაცილოა “,- აღნიშნავს დეკანოიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img