სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით, – ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „მითები ასე იმსხვრევა“.
„აი, საიდან სადამდე. სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები საერთოდ“, – აცხადებს გახარია.